პროკურორები ზაზა სარალიძეს შეხვედრას მომავალ კვირას სთავაზობენ, თუმცა სარალიძე შეხვედრას დღესვე ითხოვს და უწყების დატოვებას არ აპირებს

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა და აცხადებს, რომ ტერიტორიას არ დატოვებს, ვიდრე პროკურატურიდან არ მიიღებს კითხვებზე პასუხს.

ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში საქმის პროკურორებთან შეხვედრას ელოდებოდა, თუმცა პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ პროკურატურა მზადაა მას მომავალი კვირის სამშაბათს შეხვდნენ.

აღნიშნულმა პასუხმა ზაზა სარალიძის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, პროკურატურა იქცევა უსინდისოდ და ის არ დატოვებს პროკურატურის ტერიტორიას, ვიდრე არ მოხდება მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო