ვახტანგ მჭედლიშვილი - განცხადება, რომ ვინც სასამართლოს არ ენდობა, ის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების  შეურაცხყოფაა

განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც სასამართლოს არ ენდობა, ის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ვფიქრობ „ქართული ოცნების" მხარდამჭერების დიდი შეურაცხყოფაა. საზოგადოების უდიდეს ნაწილში სასამართლოსადმი უნდობლობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა განუცხადა, როცა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებას სასამართლო სისტემისადმი ნდობა არ აქვს, ამის ფონზე კი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება მისთვის გასაკვირია,

„შესაძლოა, იყოს ბევრი გამოწვევა, თუმცა ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება სასამართლოს არ ენდობა. განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც სასამართლოს არ ენდობა, ის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ვფიქრობ „ქართული ოცნების" მხარდამჭერების დიდი შეურაცხყოფაა. საზოგადოების უდიდეს ნაწილში სასამართლოსადმი უნდობლობაა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი და ობიექტურია, იმიტომ, რომ როდესაც ფარულ ჩანაწერებზე, ასეთ რეზონანსულ საქმეზე სასამართლოს ტოპ-მენეჯერები აკეთებენ საოცარ განცხადებებს და გამოძიებას ვერსიებს სთავაზობენ იმ საქმეებზე, რომელიც შეიძლება პოტენციურად სასამართლოს განსახილველი იყოს, საზოგადოებას ნდობა ვერასდროს ექნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება საზოგადოების მოთხოვნებს არის აცდენილი და ზოგადად, სასამართლოში მიმდინარე პოლიტიკა და რეფორმაც ძალიან შორს არის საზოგადიების მოთხოვნებისგან. მე მგონი, ეს არ იყო თავის დროზე ქართველი ხალხის ოცნება", - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფი “მართლმსაჯულების გადასარჩენად" უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ხედვები გააცნეს საზოგადოებას. ჯგუფი დაკომპლექტებულია ადვოკატებით, ყოფილი მოსამართლეებით, სტუდენტებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭო სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრობს და ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს