სერგი კაპანაძე - კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და  ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო

დღეს ვახდენთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ძალიან სახიფათო ნაბიჯები განათლების სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას და ზოგადად, ქვეყნის მომავალ კეთილდღეობას. მათ დაანონსეს გარკვეული რეფორმა უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების მიმართულებით და რეალურად წარმოადგინეს ამ კვაზი რეფორმის მხოლოდ ორი კომპონენტი და ორივე მათგანი მიზნად ისახავს მხოლოდ გამოცდების გაუქმებას. პირველ რიგში მათი ეს კვაზი რეფორმა შეეხო CAT - ის ანუ კომპიუტერით ადაპტირებული ტესტების გაუქმებას და მეორე დაანონსეს, რომ 2020 წლისთვის სავალდებულო აღარ იქნება ზოგად უნარებში ტესტი“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში.

„ეს იყო განათლების მინისტრის და შეფასების ცენტრის დებულებებით და დოკუმენტებით განსაზღვრული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არც ერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს იმის მიდრეკილება, რომ თავისი რაღაც ხუშტურით ან შეხედულების გამო ხელის აღებით გააუქმოს ზოგადი უნარების გამოცდა ისე რომ არც ერთი არგუმენტი არ მოიყვანოს და არც ერთი არგუმენტით არ წარდგეს პარლამენტის წინაშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას და ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცები პარლამენტის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს. ამიტომ ჩვენ ვახდენთ დღეს ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 54-ე-55-ე მუხლებში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვროს, რომ ზოგად უნარებში ტესტი გახდეს სავალდებულო და ასევე, სახელმწიფო გრანტი, რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იმისა, რომ კორუფცია აღარ იყოს უნივერსიტეტებში, ასევე განაწილდეს, მათ შორის, ზოგად უნარებში მიღებული ქულის შესაბამისად. ეს არის ინიციატივა, რომელიც დარეგისტრირდება დღეს და მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ისინი, რომ ამ ინიციატივას შემოუერთდნენ “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა