ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, ქალი აპენდიციტის შეტევით საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ 04:00 საათზე მიიყვანა, თუმცა მას ოპერაცია 14:00 საათზე ჩაუტარდა.

გარდაცვლილის ნათესავის, ლანა ტყებუჩავას განცხადებით, პაციენტის გარდაცვალება აპენდიციტის გასკდომით ორგანიზმის მოწამვლამ გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ღამის მორიგე ექიმმა დილამდე ექიმები არ გამოიძახა და შუადღემდე ოპერაცია არ გაუკეთეს. ჩემს ნათესავს ოპერაცია გაუკეთდა და მესამე დღეს სახლში გამოუშვეს, თუმცა ისევ ცუდად გახდა და საავადმყოფოში მივაბრუნეთ. გართულებული მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაეყვანათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ქალი დაიღუპა. ყველაფერი ექიმების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და შემდეგ დავიწყებთ სამართლებლივ ბრძოლას. მოვითხოვთ დაიხუროს ეს საავადმყოფო, გათავისუფლდნენ ექიმები, რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით“, - განაცხადა ლანა ტყებუჩავამ.

ფოთის ჰოსპიტალის მიმღებ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელის, თეა დანელიას თქმით, პაციენტი კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით მიიყვანეს და მას ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი შიდა კლინიკური მოკვლევის შემდეგ გაეცემა. "პაციენტი შემოვიდა კლინიკაში მწვავე აპენციდიტის დიაგნოზით. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი კლინიკაში იყო სტაბილური, რომლის შემდეგაც გაეწერა ბინაზე და პოსტ-ოპერაციული გართულებით კვლავ შემობრუნდა კლინიკაში. მოხდა პაციენტის რეფერირება და სამწუხაროდ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ავადმყოფი გარდაიცვალა. ამჟამად კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შიდა კლინიკური კვლევა, რომლის შემდეგაც ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი გაირკვევა“, - აღნიშნა თეა დანელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა