2019-2020 წლებში მანდატური დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევა

2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

„სკოლის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია იმ მომავალ რეფორმებზე საუბარი, თუ სკოლაში თითოეულმა მშობელმა არ იგრძნო, რომ ბავშვის უსაფრთხოება დაცულია. ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავეთ, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს. ეს არის: მანდატურის სამსახურის გაძლიერება, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გაფართოება და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის შექმნა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე, მანდატურების ხელფასის ზრდა, რომელიც 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა, რაც ვფიქრობთ, კარგი მოტივაციაა სწორედ იმ ახალ ამოცანებთან ერთად, რასაც მათ ადგილზე უნდა გაართვან თავი,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სკოლებში დანაშაულის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, როგორ ხდება დანაშაულის კლება თითოეული მიმართულებით. თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების იმედს. პირიქით, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო