სოსო ბარათაშვილი - დაუშვებელია,  უსამართლობისა და უკანონობის ჩამდენი მოსამართლეების სისტემის მსხვერპლად გამოცხადება და მათი უზენაეს სასამართლოში განმწესება

დაუშვებელია, უსამართლობისა და უკანონობის ჩამდენ მოსამართლეთა სისტემის მსხვერპლად გამოცხადება, მათი განმწესება უზენაეს სასამართლოში, რაზეც სერიოზული პრობლემებია შექმნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოსთან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ აქციაზე, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის გარშემო შექმნილი ვითარება აზიანებს, როგორც მართლმსაჯულების სისტემას, ისე საზოგადოებას.

„შეშფოთებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც სასამართლო სისტემაში დღეს არის შექმნილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში დარჩენილია ორი მოსამართლე. ამ პალატას ათასობით საქმე აქვს განსახილველი, რომლის მუშაობაც, ფაქტობრივად, სრულიად პარალიზებულია. სასამართლოები საქმეებით არის გადაჭედილი, განსაკუთრებით თბილისის საქალაქო სასამართლო და სააპელაციო სასამართლო. დარღვეულია ყოველგვარი ვადები. ფაქტობრივად, ეს ქმნის უსამართლობის განცდას. ბოლო წლებში, არაერთი საქმე მქონია, როდესაც ვიგრძენი, რომ ხელისუფლება შედეგით აქტიურად იყო დაინტერესებული. გახმაურებული საქმეები, მაგალითად ე.წ. კაბელების საქმე, ასევე საქმეები, რომელიც ეხებოდა მსხვილ ბიზნეს-ინტერესებს და ა.შ. ანუ არსებობს, გარკვეული სფერო, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და სურვილი აქვს, რომ ეს სფერო თავისი გავლენის ქვეშ დაიტოვოს. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, ისევე როგორც დაუშვებელია უსამართლობისა და უკანონობის ჩამდენი მოსამართლეთა სისტემის მსხვერპლად გამოცხადება, მათი განმწესება უზენაეს სასამართლოში, რაზეც სერიოზული პრობლემებია შექმნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს ყველაფერი არის ის, რაც აზარალებს მართლმსაჯულებას და ზოგადად, საზოგადოებას“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

უზენაეს სასამართლოსთან დღეს საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საზოგადოებას მოთხოვნები გააცნეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო