მცხეთაში, სოფელ ნაფეტვრებში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფეტვრებში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროცესებზე ენერგოომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს აგრძელებს.

„ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას მყისიერად გამოეხმაურა შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“ და მოგვაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მომხდარ ფაქტთან და აღდგენითი სამუშაოების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. მიღებული ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წელს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელდა ბუნებრივი გაზის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა სოფელ ნაფეტვრების მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით. მშენებლობის ნებართვა გაიცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რის შემდეგაც საშუალო წნევის გაზსადენი, როგორც ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მილს აქვს თავისი კანონიერი განთავსების ადგილი და დატანილია სიტუაციურ რუქაზე.

ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სოფელ ნატეფვრებში დაიგეგმა გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, იმგვარად, რომ ასეთი ინფორმაცია მილის მესაკუთრე კომპანიას, ,,სოკარ-ჯორჯია გაზზს“ არ მიუღია. შესაბამისად, ეს სამუშაოები კომპანიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

გზის გაფართოების სამუშაოთა წარმოების დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დააზიანა გაზის ქსელის ხაზოვანი ნაგებობა. როგორც მიწის ქვეშ განლაგებულ, ასევე მიწისზედა გაზსადენის საყრდენ ბოძებს გამოაცალა მიწა, რამაც გამოიწვია გაზსადენის დაზიანება. არსებული პროექტით გზის მშენებლობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მთლიან მაგისტრალს. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა "სოკარ-ჯორჯია გაზის" მიერ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.

ორი დღის განმავლობაში, ენერგოომბუდსმენის სამსახური აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და კომპანია სოკარის ჩართულობით.

დღეისათვის შეთანხმებები მიღწეულია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“ მზად არის შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების დასაწყებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს