კომპანია, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამას განათავსებს, გამოვლენილია

თბილისის მერიამ სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამას განათავსებს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აუქციონში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა, გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გახდა. ინფორმაციასთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. როგორც სააგენტოს მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლების მოსაპოვებლად თავდაპირველად აუქციონი 2018 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის მერიამ კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი - 9 დღე განუსაზღვრა, საიდანაც ორი დღე უქმე იყო. ამ კონკრეტული გარემოების გარდა, კითხვებს ბადებდა თავდაპირველად განსაზღვრული საკმაოდ მაღალი ბე, რომელიც მერიამ 3 მილიონი ლარის ოდენობით განსაზღვრა და რომლის მობილიზება ასეთ მცირე პერიოდში, ბევრ კომპანიას გაუჭირდებოდა, რაც შესაბამისად მათთვის აუქციონში მონაწილეობისთვის დამატებითი ბარიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „ბიზნესპრესნიუსმა“ (bpn.ge)აუქციონთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია და ზემოთ აღნიშნულ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, აუქციონის დასრულებამდე 1 დღით ადრე, მერიამ აუქციონის პირობები შეცვალა. მათ შორის, გაახანგრძლივა აუქციონის ვადაც და ბე-ც 3 მილიონიდან 1 მილიონამდე შეამცირა.

საბოლოოდ, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მათ შორის, ტაქსებზე (ტაქსებზე მხოლოდ 2 წლით) რეკლამის 20 წლით განთავსების უფლებისთვის გამოცხადებულ აუქციონში საპრივატიზებო თანხა 11.8 მლნ-დან 14.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ „ალმა“, რომელიც მერიამ გამარჯვებულად გამოავლინა, სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც თავისი შეთავაზება 27 დეკემბერს, აუქციონის პირველადი ვადის დასრულების წინა დღეს წარადგინა. მაშინ ის ერთადერთი იყო, ვინც ამ აუქციონის მიმართ ინტერესი გამოხატა.

გამარჯვებულ კომპანიას, მერიისთვის გადასახდელი თანხის გარდა, აქვს ვალდებულება, ლიცენზიის მქონე ტაქსების (მათი საერთო რაოდენობა სულ 15 ათასამდეა) მფლობელები, რომლებიც საქმიანობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, ავტომობილების თეთრად გადასაღებად და ქიმწმენდისთვის, 975 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა