ზაქარია ქუცნაშვილი - ჩვენ არავის ვრიცხავთ და არ ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე

არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ არავის გარიცხვა არ იგეგმება და არც არავის თავისუფლება იზღუდება.

„გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში დღევანდელ დღეს. კერძოდ, გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა, კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს კვალიფიციურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მისადაგებისას. შესაბამისად, ვიმსჯელეთ შემდეგ საქმიანობაზე. არავის გარიცხვაზე არ გვისაუბრია, თუმცა აღინიშნა, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს წესები გაიზიარო. იმის თაობაზე, რომ სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს ყველა მიმართულებით, ამას ყველა დაეთანხმა. მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს საზოგადოებას“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, რა გადაწყდა გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ „ამაზე თავად უნდა ისაუბროს, თუმცა უმრავლესობას აქვს პოზიცია, რომ განსახვავებული აზრი გუნდის შიგნით მიუღებელი არ არის, მაგრამ არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან“.

„ყველა თავისუფალია გუნდის შიგნით მოქმედებისას და ასევეა იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდს დატოვებს. ჩვენ არავის ვრიცხავთ, არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა