ეკა ბესელია - ივანიშვილმა თქვა, დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ - კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრებს შორის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტია.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი. მან თქვა, რომ ნუ შევალთ დეტალების განხილვაში - ვინ მართალია, ვინ - არა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო და მოდით, დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია, კონფლიქტიც და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ეს არის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტი, მე ასე ვხედავ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა