ეკა ბესელია - ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია, დიდი შრომა მაქვს ჩადებული - მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება

პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მისთვის გასაგებია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები არ გახანგრძლივდეს.

ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის თავის სათქმელს. მე არ მგონია, რომ მე უნდა გავახმოვანო მისი სათქმელი. მე მესმის, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცდილობს მიაღწიოს გუნდის შიგნით კონსენსუსს და ვნებათაღელვა დააცხროს. მისი მცდელობები და სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ის პარტიის თავმჯდომარეა და არ სურს, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები არ გახანგრძლივდეს. მაგრამ ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა? ეს დებატები ხომ ღირებულებებს და ფასეულობებს ეხება? ამიტომ ჩვენ ვამბობთ - შეგვიძლია თუ არა მომავლის ხედვაში ერთნაირი ნაბიჯები გადავდგათ? მოდით, ჩვენც ჩამოვყალიბდეთ, რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ რადგან ამ გადაწყვეტილებას მივუახლოვდით, არ მინდა არაგულწრფელი ვიყო. პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია. ძალიან დიდი შრომა მაქვს პირადად მე ჩადებული, ურთულესი 7 წელი გავიარეთ. ამიტომ, მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს