ეკა ბესელია - არასწორია აქცენტები, რომ ვინც ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა ათკაციან სიას, ყველა მტრებად მივიჩნიოთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადების სულისკვეთებას არ ვეთანხმებით და ამის შესახებ მე და რამდენიმე ადამიანმა ვისაუბრეთ დღევანდელ სხდომაზე ,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბესელიას თქმით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება საპარლამენტო ორგანო ასე ღია გზავნილებს აგზავნიდეს ხელისუფლების მეორე შტოს - სასამართლოს მიმართ.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ეს ეხებოდა მათ შორის გუშინდელ განცხადებას, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ. გვქონდა განსხვავებული მოსაზრება მეც, ლევანსაც გედისაც და რამდენიმე ადამიანსაც. ვთქვით რატომ არ ვეთანხმებოდით ამ განცხადების სულისკვეთებას. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება ერთი შტო - საპარლამენტო ორგანო ასე ღია გზავნილებს აგზავნიდეს ხელისუფლების მეორე შტოს- სასამართლოს მიმართ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ინსტიტუციურად ერთმანეთს ვაბალანსებთ და ვაწონასწორებთ. ასევე მიმაჩნია, რომ მისაღები არ იყო ის ნაწილი, როცა საუბარი იყო იმ ადამიანების ერთ ქვაბში მოხარშვაზე, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნარატივს აგრძელებს. ყველა, ვინც ეწინააღმდეგებოდა მაგალითად იმ ათკაციან სიას თუ ეწინააღმდეგება იმ ძველი სისტემის მოსამართლეების გაძლიერებას,ისინი ჩვენ ყველა მტრებად მივიჩნიოთ, არასწორია ეს აქცენტები“,- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა