მამუკა მდინარაძე - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გუნდში თითოეული წევრი შენარჩუნდეს

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ასევე, მდინარაძემ უარყო გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ მას კრიტიკული განცხადების გაკეთებას უკრძალავდნენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ არ გამოუხატავს.

„ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს, წარსულს და იმ ერთად შრომას, რაც გაგვიწევია და ვამბობთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული, მიუხედავად გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებისა და განსხვავებული პოზიციისგან.

მე არ ვიცი, ვისი ინტერპრეტაციაა, რომ გუნდში ვინმეს რაიმე კრიტიკული განცხადების გაკეთება ეკრძალებოდეს. შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ავუკრძალოთ ლაპარაკი - ეს არავის უფიქრია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო