კახა კალაძე - ჩვენი მიზანია მეტროსადგურში მატარებლის ლოდინის დრო ორწუთნახევრამდე შემცირდეს

მეტროს შემადგენლობას კიდევ ორი ვაგონი დაემატება. ჩვენი მიზანია ლოდინის დრო ორწუთნახევრამდე შემცირდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ფარგლებში, ჩვენ ახალი მეტროს შემადგენლობა დავამატეთ იმისთვის, რომ კომფორტული გახდეს მეტროთი გადაადგილება. ჩვენი მიზანია, რომ არსებული მეტროს ვაგონები, რომლის რეაბილიტირებაც არის შესაძლებელი, ეს პროექტი განვახორციელოთ. კიდევ ორი შემადგენლობა დაემატება მეტროს მომდევნო თვეების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევამციროთ ლოდინის დრო მეტროსადგურებში. გასულ წელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მოცულობა მეტროში, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან აუცილებელია, რომ სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები იყოს კომფორტული. ჩვენი მიზანია, რომ ორწუთნახევრამდე დავიყვანოთ ლოდინის დრო“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე, კალაძემ რუსთავის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ კონკურსი გამოცხადდა.

„ჩვენ გასულ წელს გავაკეთეთ პრეზენტაცია მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იგეგმება სამგორიდან ლილოს მიმართულებით და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის თბილისის დაკავშირება მეტროს ხაზით რუსთავთან. ჩვენ გუშინ კონკურსი გამოვაცხადეთ, რომ მოხდეს პროექტის წარმოდგენა და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა შემუშავდეს. მას შემდეგ რაც გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული, კომპანია წარმოადგენს პროექტს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა