კახა კალაძე - კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ

კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ - ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ, ვინაიდან ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა.

„რადგან ეკოლოგიაზე ვსაუბრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკვერების და პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია და ახალი საქალაქო პარკების შექმნა-მშენებლობა. გამგეობები აქტიურად მუშაობს სკვერების მოწყობაზე და მოწესრიგებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მე-6 მიკრორაიონში, სადაც ჩვენ პარკის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ. ყველა ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენ გვყავს კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ტენდერის გზით დგინდება. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. რატომ ვსაუბრობ ამ პროექტზე? ჯერ ერთი, სამუშაოები უნდა დაესრულებინა ნოემბერში და ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა მთელი რიგი სამუშაოები გააჩერა. მინდა გაჩვენოთ ფოტოები და უბრალოდ გული დაგეწვებათ, თუ რა სამუშაოები არის გაკეთებული და როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ეს კომპანია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვაჩვენოთ, როგორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში. ეს მარტო გლდანისთვის ხომ არ კეთდება? ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას მწვანე სივრცეები და ყოველთვის ვუსვამთ ხაზს ხარისხს. დღეს გაკეთებულის ხვალ და ზეგ ისევ გაკეთება არ უნდა გვიწევდეს. მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი ხომ უნდა გაუძლოს იმან, რაშიც დღეს თანხები იდება? ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ ვამბობ - ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა. მინდა დავავალო ირაკლი ბენდელიანს, რომ გააძევონ ეს კომპანია. ადამიანები თვეებია ელოდებიან სამუშაოების დასრულებას. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სამუშაოების დასრულება და ამ კომპანიასთან მოხდეს შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: დედაქალაქის მერია კომპანიას, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, აძევებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს