ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის პროცესი ორი ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სასამართლო პროცესი ორი ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა.

როგორც საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, 21-ვე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე განმარტებით, საქმეში არაერთი მოწმის ჩვენება, ასევე ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვება, რომლის მიხედვითაც, როგორც გია თვალავაძის, ასევე დანარჩები პირების ბრალეულობა დასტურდება.

„ბრალდების მხარეს გვაქვს მოლოდინი, რომ მათ წინააღმდეგ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება თვალავაძეს, წარმოდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომელიც წინა სასამართლო პროცესზე დასაშვებად იქნა ცნობილი. მტკიცებულებებს შორის არის მოწმეთა ჩვენებები და ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელსაც გამოვიკვლევთ საქმის არსებითი განხილვის დროს", - აცხადებს სილაგაძე.

ამასთან, გია თვალავაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ადასტურებს.

„შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. თუ სასამართლო სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მის მიმართ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები სამინისტროდან და მივიღეთ პასუხი. ეს პასუხი არის მტკიცებულება იმისა, რომ დადასტურდეს გია თვალავაძის უდანაშაულობა. მართალია საქმეში არის არაერთი მოწმე, თუმცა, ისინი თვალავაძის დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ადასტურებენ", - დასძენს კაკაბაძე.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე 21 პირი დააკავეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო