კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და ახალი ხე-მცენარეებით  ჩანაცვლება მოხდება

„ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს სანიტარულ ჭრებს, რის შედეგადაც დედაქალაქის მასშტაბით ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. მოჭრის შემდეგ მათი ჩანაცვლება და ახალი ხე-მცენარეების დარგვა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამ მიმართულებით დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, ქალაქი შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს.

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება დედაქალაქში. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით. გასულ წელს ჩვენ ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო ექსპერტები, ჩატარდა კვლევა, მოხდა არსებული მდგომარეობის შესწავლა და დასკვნამ აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით ქალაქში მართლაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს. თუ დღეს ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, ქალაქი შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს. ამიტომ „ეკოსერვის ჯგუფი“ უკვე ახორციელებს სანიტარულ ჭრებს, რის შედეგადაც დედაქალაქის მასშტაბით ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. თუმცა მოჭრის შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება და ახალი ხე-მცენარეების დარგვა. ამ მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებულია კერძო ტერიტორიებზე და მინდა მაია ბითაძეს ვთხოვო, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს კერძო სექტორთან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დაავადება გადამდებია, და თუ ჩვენ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა და არ მივიღეთ ზომები, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო