გიგი უგულავა - შალვა თადუმაძე კაბინეტში უბრალოდ დევს

გენერალურ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და სერგო რატიანი მივიდნენ.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი არ გაჩნდეს.

„საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიიდან ნახა ყველა ის უბედურება, რაც პროკურატურამ ამ საქმეში გააკეთა. ამას მოჰყვა პროტესტი და შოთაძის გადაყენება. მაგრამ ამჟამად თადუმაძე ამ კაბინეტში უბრალოდ დევს, რადგანაც ყველა პირი, ვისაც დანაშაული მიუძღვის, კვლაც რჩებიან თანამდებობებზე.

დღეს რეალურად ორი გენერალური პროკურორია - არაფორმალურად შოთაძე და მეორე თადუმაძე. ასეთ ვითარებაში ჩვენ ამ საქმეში სამართალს ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა