ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვასა და განათლებაში განხორციელებული პროექტებისათვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობას. აღნიშნული მეურნეობის დასათვალიერებლად ვახტანგ ყოლბაიამ იაპონიის ელჩი რუხში მიიწვია.

„ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი პერსპექტიული, ალტერნატიული გზებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ”, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა