ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ვლადიმერ ბორცვაძე დაიბადა 1982 წელს, ქალაქ გორში. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

ვლადიმერ ბორცვაძემ სამართალდაცვით სფეროში კარიერა 2006 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო;

2006 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად;

2007-2009 წლებში იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;

2009- 2010 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე;

2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად;

2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო;

2013 წლიდან 2016 წლამდე ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამავე დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2018 წლის აპრილში ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა