ზაზა სარალიძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან

შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"გენერალურ პროკურორს, ბატონ შალვა თადუმაძეს შევხვდი. ვისაუბრეთ იმ თემებზე, რა თემებზეც გამაჩნია კითხვები და ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გენერალურ პროკურორს ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, არასწორ ინფორმაციებს აწვდიან. სიმართლე გითხრათ მიჩნდება ასეთი განცდა და ეს თადუმაძესაც ვუთხარი“, - აღნიშნა თადუმაძემ.

სარალიძის თქმით, დეზინფორმაცია სწორედ საქმის პროკურორებიდან მომდინარეობს. მისივე თქმით, გენერალური პროკურორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო, მაგრამ თადუმაძე მას საქმის შესწავლას დაჰპირდა. ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მომავალ სამშაბათს შეხვედრა იგეგმება, რომელსაც საქმის განმხილველი პროკურორები და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს