პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში ინაუგურაცია გაიმართება

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში ინაუგურაცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ნატოს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატოს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტების და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატოს საკონტაქტო საელჩო არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.

"ალიანსის პარტნიორების ასეთი ფორმით მხარდაჭერა, მოცემული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ჩართულობის გამომხატველია. ვამაყობ იმით, რომ თბილისში პოლონეთის საელჩოს დაეკისრა ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ფუნქცია. წლების განმავლობაში პოლონეთი საქართველოს დიდი და ერთგული მეგობარი იყო და მისი მუდმივი ადვოკატი საერთაშორისო ფორუმებზე, ამიტომაც კმაყოფილები ვართ, რომ მორიგი შესაძლებლობა მოგვეცა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ვეცდებით პროექტების განხორციელებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა