სტამბოლში მომხდარი ნგრევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება

სტამბოლში მომხდარი ნგრევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საკონსულოში ამ დრომდე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურები მუშაობენ. როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა ოპერაცია დაიწყეს. ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო