დონალდ ტუსკი - ადამიანებისთვის, ვინც ბრიტანეთს სამოქმედო გეგმის გარეშე ევროკავშირიდან გასვლისკენ მოუწოდებდა, ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გამოყოფილი

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის განცხადებით, ადამიანებისთვის, რომლებიც ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ ყოველგვარი სამოქმედო გეგმის გარეშე, ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გამზადებული. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტუსკმა ირლანდიის პრემიერმინისტ ლეო ვარადკართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს ბრიტანეთთან გამჭვირვალე საზღვრის შენარჩუნებას იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ლონდონი საბოლოოდ მოლაპარაკებებს. ტუსკის თქმით, ემზადება „მოსალოდნელი ფიასკოსთვის“, რომლითაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

დონალდ ტუსკს დიდ ბრიტანეთში უპასუხეს. დაუნინგ სთრითზე განაცხადეს, რომ საჭიროა ტუსკს ჰკითხონ, იყო თუ არა საჭირო მსგავსი გამონათქვამის გამოყენება. ინგლისის პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ჩაატარეს სრულფასოვანი და აქტიური კამპანია რეფერენდუმის ფარგლებში და ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ევროკავშირიდან გასვლის საკითხს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს