სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს

„ყაზტრანსგაზმა“ სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი აღმოაჩინა და ჩაჭრა. აღნიშნულის შესახებ კი სოციალურ ქსელში პოსტი ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გამოაქვეყნა.

“ჟურნალისტი წერს: „გაზის მილი სალონიდან არის გაყვანილი კედელ-კედელ და უკანა ეზოში გადის, სუნია“. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა სალონში კუსტარულად დამონტაჟებული საშიში გაზდანადგარი აღმოაჩინეს და ჩაჭრეს. მეპატრონეს კი ინსტრუქცია ჩაუტარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიერ ზემომოყვანილი პოსტის გამოქვეყნებამდე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლობს კუსტარულად დამონტაჟებული ეს დანადგარი უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა