ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა

„ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძემ გადაცემაში საუბრისას ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოიშველია, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხს მხარდაჭერას სთხოვდა და ბოდიშს უხდიდა, რომ ხელისუფლებამ სამართლიანობა ვერ აღადგინა.

ბიძინა ივანიშვილმა გახსოვთ რა თქვა იმ მიმართვაში, როდესაც ეხვეწებოდა ხალხს, ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. მან თქვა, მესმის ხართ უკმაყოფილო, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართალიანობის აღდგენაო. ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მომხრეების ოჯახების უმრავლესობა უბრალოდ გააუბედურეს ამ მოსამართლეებმა. „ქართულმა ოცნებამ“ არა მარტო არ შეასრულა თავისი მისია, „ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ქართულმა ოცნებამ" ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში" - ანა დოლიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა