სტამბოლში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი და დაშავებულია შვიდი ადამიანი

სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტამბოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი სტამბოლის კარტალის რაიონში 15:59 საათზე ჩამოინგრა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გუბერნატორ ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.

იხილეთ ვიდეო: სტამბოლში, რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა