შალვა ხაჭაპურიძე - გარკვეულმა ჯგუფმა ივანიშვილი დაარწმუნა, რომ მურუსიძე არის ლიდერი, ერთ-ერთი ასეთია დავით ბაქრაძე, რომლის უკან დგას გიგა ბოკერია

გარკვეულმა ჯგუფმა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძე გააგდეს, ივანიშვილი დაარწმუნა, რომ მურუსიძე არის ლიდერი. ერთ-ერთი ასეთია დავით ბაქრაძე, რომლის უკან დგას გიგა ბოკერია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილსა და "ევროპულ საქართველოს" ლიდერებს შორის ფარული გარიგებაა და ის სწორედ მათ პოზიციებს იზიარებს. ადვოკატის მტკიცებით, ამაზე ინფორმირებულია „ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი, რომლებიც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

„დავით ბაქრაძეს ინტენსიური შეხვედრები აქვს ბიძინა ივანიშვილთან. ეს ადამიანი ივანიშვილს უნდოდა პრეზიდენტად და გათვლაც კი არ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილი თუ გავიდოდა პრეზიდენტად, ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილის არანორმალური სახით ჩატარებული პრესკონფერენცია, როდესაც მეორე ტურში ვაშაძე და ზურაბიშვილი გავიდნენ. ამიტომ იყო სალომე ზურაბიშვილი გაუგებარ მდგომარეობაში რომ დადიოდა ერთი კვირა, პირველი ტურის შემდეგ. მე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცი, ეს უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა იცის, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა ვერვინ საუბრებს. ბაქრაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, მის უკან ბოკერია დგას, რომლის უკან დგას რამიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი იდეოლოგი და ცნობილი ჯგუფი", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა