პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. ბატიაშვილის მოსმენა დაგეგმილია როგორც პლენარული სხდომის ფორმატში, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში.

ბატიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე მიდის, როცა მინისტრი მოსმენის ინიციატივით პარლამენტს თავად მიმართავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენასა და დაგეგმილ რეფორმებზე აპირებს საუბარს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

რაც შეეხება საკომიტეტო სხდომას, მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში ბატიაშვილი ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში განათლების მინისტრს მოუსმენენ

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს