დავით ზალკალიანი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია

„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მასთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

"მინისტერიალის ფარგლებში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია პარტნიორი ქვეყნების მინისტრებთან, მათ შორის, ფრანგ, ნიდერლანდელ, პოლონელ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო