ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოდ მობრუნება, რამაც სატრანსპორტო საშუალების ამობრუნება გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.