დონალდ ტრამპი - მომავალ კვირას „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრული გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განვაცხადებთ

მომავალ კვირას აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრული გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მომავალ კვირას ოფიციალურად იქნება გამოცხადებული „ხალიფატის“ ტერიტორიის 100%-იანი გათავისუფლების შესახებ, თუმცა მინდა დაველოდო ოფიციალურ განცხადებას და არ გავუსწრო მოვლენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ 51.8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გავათავისუფლეთ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ სირიიდან ჯარებს გამოიყვანს, თუმცა განაგრძობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.

„ტერორიზმის პრობლემა სულ უფრო მცირე და მცირე იქნება და ოდესღაც, შესაძლოა, საერთოდ არ ვიფიქრებთ მასზე. მოუთმენლად ველოდები ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც სირიიდან დაბრუნდებიან“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა