„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს

ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა.

„ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.

გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო დაერთებული, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს უსაფრთხოების ინსტრუქცია ჩაუტარეს და გააფრთხილეს, რომ აღნიშნული დანადგარი არ მოიხმაროს.

ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და გაზის სპეციალისტებს კარი არ გაუღო. მსგავსი შემთხვევები ხშირია და, კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზდანადგარების ჩაჭრას კი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო