იენს სტოლტენბერგი - ევროკავშირმა ნატო-ს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს

ევროკავშირმა ნატო-ს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიაჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას თავდაცვის გაძლიერების კუთხით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს, როგორც ნატო-ს დანამატი და ადგილი არ ჰქონდეს ალიანსთან კონკურენციას. მე მჯერა ევროკავშირის, თუმცა არა როგორც ნატო-ს ალტერნატივის. ევროპის უსაფრთხოება ტრანსატლანტიკურ კავშირებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაცხადოს, რომ მარტო შეუძლია გამკლავება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ „ევროკავშირის გარეთ ნატო-ს მოკავშირეებზე თავდაცვითი ხარჯების 80% მოვა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა