სკოლების, ბაგა-ბაღების და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად ვადა 18 მარტამდე აქვთ

სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს. შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვადის გასვლის შემდეგ შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა.

“მონაცემების გადაცემის შემდეგ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ“, - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის აცრის აუცილებლობის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.

იხილეთ ვიდეო: ბაგა-ბაღების პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად ვადა 18 მარტამდე აქვთ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს