ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით, 14 თებერვალს, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის კლინიკა „ვივამედში" ჩატარდება. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ გაეწევათ თერაპევტის ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, რენდგენოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლაბორატორიული და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო