სვანეთის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას მართავს

სასტუმრო „იოტასთან" საქართველოში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციაში უფლებადამცველები ლაშა ჩხარტიშვილი და ნიკა მემანიშვილი, მესტიის მკვიდრი მანანა საღლიანი, ასევე სვანეთისა და ლენტეხის მოსახლეობის წარმომადგენელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასტუმროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით საქართველოში ჰესების მშენებლობა იგეგმება.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 150-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ჩხარტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდა, „მონაწილე არ გახდეს ივანიშვილის კორუფციული პროექტის დაფინანსების“, რაც ჰესების იძულებით აშენების მცდელობაში გამოიხატება.

ლენტეხის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საფრთხე ემუქრება სვანეთის უნიკალურ ბუნებას. მათივე ინფორმაციით, თუ გაზაფხულზე ჰესების მშენებლობა განახლდება, ისინი გზებს ჩაკეტავენ და აქციებს გამართავენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო