პარლამენტის სხდომას, სადაც განათლების მინისტრს მოუსმენენ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი დაესწრება

პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დაესწრება.

ბაჩანა შენგელია ასევე მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო სხდომაში, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ია კერზაიასთან დაკავშირებული საქმე იქნება.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს სესიის დაწყების წინ განუცხადა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და იმას, რაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მოხდა, ინსპექტირებასთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს იყო ადამიანის გამიზნული პოლიტიკური დევნა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. საქმეშია გამოგონილი სარჩელის ავტორი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. არის სხვა საეჭვო ვითარება, საქმეში ჩართული იყო ზუგდიდის ადგილობრივი რესურსცენტრი, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ზეწოლას და ინსპექტირების სამსახურს ეხმარებოდა, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა და დასკვნა ყოფილიყო რაც შეიძლება ხისტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, ია კერზაია განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა