ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას ირაკლი კობახიძის გამოკითხვას სთხოვს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მის გამოკითხვას სთხოვს. სამუშია სთხოვს გენერალურ პროკურატურას, პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვას კითხვები, თუ საიდან, ვინ მისცა მას ე.წ. კაბელების საქმის მასალები გასაცნობად.

„პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. კანონის რელსებზე გადავიდეს და ნუ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. გუშინ პროკურატურამ ჩვენს საპასუხოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ თითქოს მათ „კაბელების საქმეზე“ გაავრცელეს საქმის მასალები იმ დოზით, რომ შეიძლებოდა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ ინფორმაცია. თქვენ ხედავთ საქმის მასალებს რა რაოდენობაა. ეს არის საქმის მასალების დაახლოებით 70 პროცენტი, 6 ტომზეა საუბარი. პროკურატურამ გაავრცელა ამის 0,01 პროცენტი და თურმე კობახიძე გაეცნო სრულყოფილად და დაასკვნა, რომ ეს ხალხი იყო დამნაშავე“, - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საქმე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა