ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის საქმის განხილვა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება, პროცესებს ესწრება მისი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი.

„2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, მყისიერად გააქტიურდა საქართველოს მთავარი პროკურატურა და ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ლაშა თორდია ცნო დაზარალებულად, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. ამავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის აუხსნელი და გაუგებარია პროკურატურის ასეთი ჰიპერაქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო