საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება

უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში, ანუ გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება,- ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზე.

„სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი მომავალი განათლების და ჩვენი რეფორმის, რომელზეც უნდა იდგეს მომავალი ქართული განათლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლის რეფორმის ფარგლებში რაზეც ვსაუბრობთ არის ხედვა, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგივე საგაკვეთილო პროცესში, ანუ გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება , ანუ, ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას. საერთაშორისო პრაქტიკაც იმას საუბრობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ეს ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად იგივე ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2023-2024 წლებში აღნიშნული პროგრამა ყველა სკოლაში შევიდეს.

„ჩვენ ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ, 150-ე სკოლაში, სწორედ იმ მიდგომით რომელზეც ვსაუბრობთ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომ დაგვენახა დროში ამ რეფორმის განხორციელება. დავიწყეთ ახალი მიდგომის ინტეგრირება დაწყებით კლასებში და ჩვენ, როგორც ამ გამოცდილებამ დაგვანახა, ეს არის მართლაც ის ნიმუში, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ განათლებას. ეს არის მაქსიმალურად საგაკვეთილო პროცესში ჩართული ბავშვები, ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, როცა ბავშვები წიგნების პარალელურად აქტიურად იყენებენ ნეტბუქებს და მთელი საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია იმისთვის, რომ ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, მონახონ პრაქტიკული გადაწყვეტილება და დაგროვებითი ცოდნიდან ორიენტირება გავაკეთოთ ანალიტიკური უნარებისთვის“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, შემუშავებულია გეგმა, რომ კიდევ მეტ სკოლაში მოხდეს საპილოტედ ამის დანერგვა.

„ეს გეგმა მოიცავს, რომ 2019 წელს ანალოგიურად, განახლებული პროგრამით შევალთ დაახლოებით 150 სკოლაში - გაზაფხულზე - 50 სკოლაში, შემოდგომაზე - 100 სკოლაში და წლების მიხედვით გაწერილი გვაქვს ეს როგორ უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, რომ შეფასებებით, ანალიზით უნდა მივაღწიოთ, რომ 2023-2024 წლებისთვის ყველა სკოლა განახლებული მიდგომებით დავფაროთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა