გედევან ფოფხაძე - განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე

ამ ეტაპზე ანგარიშს ვუწევთ მოცემულობას და კატეგორიულ საჯარო პოზიციას არ ვაფიქსირებთ - იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, რამდენიმე დღე დაგჭირდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდიდან მოსალოდნელი გასვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

“არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნება გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა