მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან სასტუმრო „იოტადან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, კონფერენცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით სწორედ ეს ბანკი გეგმავს ქვეყანაში ჰესების მშენებლობის დაფინანსებას.

უფლებადამცველის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ამ გამაფრთხილებელი აქციით ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ. არ დავუშვებთ ჰესების იძულებით, პოლიციური მეთოდებით მშენებლობის მცდელობას, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას აჭარაში, გუდამაყარში, სვანეთში და პანკისში. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღონ ჰესების მასობრივ მშენებლობაზე. შესრულდეს 2012 წელს გაცემული დაპირება, რომ დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალოს, ხოლო მცირე ჰესები მოსახლეობის თანხმობით უნდა აშენდეს", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო