ბექა ნაცვლიშვილი - თუ ჩემი კოლეგების მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა საპენსიო რეფორმის იმ ვარიანტს, რომელიც ფრაქციაში მოვამზადეთ, უმრავლესობას დავტოვებ

თუ ჩემი კოლეგების მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა საპენსიო რეფორმის იმ ვარიანტს, რომელიც ფრაქციაში მოვამზადეთ, მაშინ მე მივიღებ გადაწყვეტილებას და დავტოვებ უმრავლესობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების დანიშვნა წყალგამყოფი საკითხებია გუნდში.

„სასამართლო საკითხი ჯერ არ დასრულებულა. გულწფელად გითხრათ, ჯერ კიდევ არის სივრცე და ადგილი დარჩენილი, რომ ჩვენ მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილება და ავიცილოთ ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მაგრამ, ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, რომლის ალტერნატიული ხედვა შევიტანე და მისი განხილვა მომავალ კვირას, სესიაზე მოხდება. თუ ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერა არ ექნება, მაშინ მე მივიღებ გადაწყვეტილებას და დავტოვებ უმრავლესობას. თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, ჩემთვის ამ ეტაპზე დღის წესრიგში ეს ორი საკითხი არის წყალგამყოფი: მოსამართლეები და საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმა კი ეს არის ფუნდამენტური საკითხი თავისი მნიშვნელობით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა