ეკა ბესელია თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას ითხოვს და პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით მიმართავს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს.

ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.

“საჭიროა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ. აღნიშნულ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადოდ განმწესება სრულად არ მოხდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტს ხელს აწერენ: - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე. ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა