კახა კალაძე - შემოსავლები და დანაზოგი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო

ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემო ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, საკუთარი შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

„შემოსავლებს რაც შეეხება, ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ჩემი სპორტში საქმიანობის დროს, თუმცა ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო. ყველაფერი არის დეკლარაციაში მოცემული”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს თბილისში 203,04 კვ. მეტრისა და 258,54 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა და იმავე მისამართზე მდებარე სამი ავტოსადგომი შეიძინა. ჯამში, უძრავ ქონებაში გადახდილმა თანხამ - 1 943 840 ლარი შეადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს