პატრიარქი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მის შვილს, მარიამ მეღვინეთუხუცესს, ოჯახისწევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ქალბატონ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით. ყველასთვის დასანანია, ასაკის მიუხედავად, ენერგიით სავსე დიდ ხელოვანთან, ერთგულ, პირდაპირ და სიკეთით გამორჩეულ ამ ადამიანთან განშორება.

ბატონი ოთარი და ქალბატონი გურანდა ამქვეყნად განუყრელი იყვნენ. ამიერიდან კი ორივენი მარადიულობის მკვიდრნი არიან.

აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო