ირაკლი აბესაძე მიხეილ ბატიაშვილს - თქვენ ცდილობთ საზოგადოებას რეფორმად წარუდგინოთ აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებთ

თქვენ ახლა ცდილობთ საზოგადოებას რეფორმად წარუდგინოთ ის ცალკეული, ჯერ კიდევ შეუსწავლელი და აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებთ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

„საზოგადოებაში თქვენს ნასაუბრევს არანაირი ავტორიტეტი და მნიშვნელობა არ გააჩნია, ვიდრე თქვენ პასუხს არ გასცემთ და პასუხისმგებლობას არ აიღებთ იმ ძალიან რეპრესიულ და მკვეთრად უარყოფით როლზე, რომელიც სამინისტრომ შეასრულა ია კერზაიას საკითხში“,- განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა თუ რა დასკვნები გამოიტანა სამინისტრომ სასკოლო უსაფრთხოების თვალსაზრისით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან.

„ერთ წელზე მეტი გავიდა ორი არასრულწლოვანის მკვლელობიდან, კონფლიქტიდან, რომელიც სკოლაში დაიწყო და ჩვენ არ გვაქვს არანაირი დასკვნა, რა დასკვნები გამოიტანა სამინისტრომ სასკოლო უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ კონკრეტული შემთხვევიდან. განსაკუთრებით „შთამბეჭდავად“ ჩანს თქვენი მონდომება რამდენიმე წუთში მიგეღოთ გადაწყვეტილება სასკოლო ინფრასტრუქტურის შემოწმებაზე ზუგდიდის მე-6 სკოლაში? ვინ გაიძულათ არ შეგესწავლათ თავის დროზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია სასკოლო თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ვინ გაიძულათ დღეს ასე ოპერატიულად გემოქმედათ აბსოლუტურად თითქოს რუტინულ წერილზე და სასკოლო ინფრაქტრუქტურის პრობლემებზე“?- განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშს წარუდგენს და ასევე დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო