EMC-მა და პანკისის ხეობის აქტივისტებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საპარლამენტო ფრაქციებს მიმართეს

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და პანკისის ხეობის ახალგაზრდა აქტივისტებმა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა ფრაქციის სახელზე განცხადება და პეტიცია წარადგინეს.

როგორც ჟურნალისტებს EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ განუცხადა, მათ ფრაქციებს წარუდგინეს ვრცელი, დასაბუთებული, სამართლებრივი ანალიზი, სადაც მიმოხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობა და ხარვეზები.

"ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. უახლოეს პერიოდში დაინიშნოს საკონსულტაციო შეხვედრები მაჩალიკაშვილების ოჯახთან და მათი ინტერესების დამცველებთან. ასევე მოვითხოვთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად რეგლამენტის გათვალისწინებით პარლამენტმა გამოიყენოს კონტროლის სხვა მექანიზმები ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საქმიანობის შესწავლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. ერთი წელია ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი და სახელმწიფო უწყებები ნაკლებად აღიარებენ მაჩალიკაშვილის ბრძოლას მისი უფლებებისთვის. გარკვეული შეხვედრებია ზაზა სარალიძის საქმეზე, თუმცა მაჩალიკაშვილის საქმეზე მმართველი გუნდის წევრები კომენტარის გაკეთებისგანაც კი იკავებენ თავს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი ავალაპარაკოთ ამ საქმეზე. ჩვენ გვესმის, რომ ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს ყოველთვის ისეთი „ვუალი“ ადევს, თითქოს უპირობოდ გამართლებულია ყველა ტიპის რეაგირება, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება მოხდეს, თუმცა თემირლანის მიმართ სუს-ის მიერ დასახელებული ბრალდება დაუსაბუთებელია", - განაცხადა მიქელაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში