კახა კალაძემ გურანდა გაბუნიაზე - დავკარგეთ კარგი ადამიანი და უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში

მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად მივიდა. მათ გურანდა გაბუნიას ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მიუსამძიმრეს.

„კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. დავკარგეთ კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი და უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში. გულდასაწყვეტია ნამდვილად. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეტრში 13:00 საათიდან მიმდინარეობს. გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს